AMGEENRU

SOS - გადავარჩინოთ კულტურა: სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო რეგიონში მივიწყებული და მიტოვებული კულტურული ძეგლების აღორძინება

 შუასაუკუნოვანი მიტოვებული და დანგრეული ეკლესიები, მონასტრები, გამოქვაბულები, საფლავები თუ პრეისტორიული საკულტო ნაგებობანი - ამ ყველაფრის ნახვა უხვად შეიძლება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ისინი მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. „გადავკვეთოთ საზღვრები, რათა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ“ არის სწორედ ის სლოგანი, რომლითაც 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი SOS - გადავარჩინოთ კულტურა, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC). 

პროექტი „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდთან (FPWC) ერთად მის განხორციელებაში ჩართულია dvv international - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი, თბილისის პროექტთა ბიურო და „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ (RAA.)

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს განაპირა სასაზღვრო რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობების მოშველიებით. ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის სამოქმედო რეგიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის ძირითადი მიდგომა და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად შემონახული და შესწავლილი ისტორიული ადგილები დადებით გარემოს შექმნის მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის განაპირა და გაღატაკებულ რეგიონებში, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სომხეთსა და საქართველოში სამიზნე რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 14-25 წლის ახალგაზრდების ჩართვაა. ახალგაზრდები მათ სამეზობლოში ჩატარებულ კვლევით და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების კულტურული ძეგლების, ასევე უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების კვლევას. ამით პროექტი ხაზს უსვამს, რომ "კულტურული ძეგლები ყველას საკუთრებაა" - კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ეროვნებისგან განურჩევლად პატივი უნდა სცენ და იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ახალგაზრდული კლუბების წევრებს ახლებურ მიდგომასა და ცოდნას ჩაუნერგავს ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ. პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები თავიანთი რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში შეიტანენ წვლილს. ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელობის მონუმენტების შესახებ ისინი ცოდნას ახალგაზრდულ კლუბებში გაიღრმავებენ, რომლებიც FPWC-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაცია საქართველოში - dvv international-მა შექმნეს . ახალგაზრდული კლუბის წევრები თავიანთი ჩართულობით ხელს შეუწყობენ რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებას. 

[Read more]

პროექტმა SOS- გადავარჩინოთ კულტურა, დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

11 მარტს ალავერდისა და ახტალას ახალგაზრდული კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ბუნებისა და ძეგლთა დაცვის ფონდის დაჯილდოების ცერემონიალში, სადაც მე-5 პან-სომხური ხატვის კონკურსის შედეგები გამოცხადდა. SOS-გადავარჩინოთ კულტურა პროექტის ახლაგზრდული კლუბის  წევრებისათვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მათ ხატვის კონკურსისა და ცხოველთა დღის მსგავს ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ეს ღონისძიებები საინტერესოსთან ერთად საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა. [more]


SOS- გადავარჩინოთ კულტურა ახალ საზოგადოებრივ ცენტრში

22 თებერვალს  დაბა ლორის რეგიონში, ახტალაში საზეიმოდ გაიხსნა ახალი სათემო ცენტრი. ახტალა ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივ განვითარებაში. სათემო ცენტრი იქნება სივრცე, სადაც პროექტები განხორციელდება, გაგრძელდება და ასევე ახალი პროექტები დაიგეგმება. გახსნის ღონისძიება დაიწყო ოფიციალური ცერემონიით, სადაც  პირველი ქვა დადეს და საფუძველი ჩაუყარეს ახტალის ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას. ცერემონიის შემდეგ  ყველანი შეიკრიბნენ სათემო ცენტრის წ[more]


ჩვენ ‘გადავლახეთ საზღვრები რათა დავიცვათ, გადავარჩინოთ და ვიზრუნოთ’

SOS- გადავარჩნოთ კულტურა პროექტის მონიტორინგის ფარგლებში პროექტის გუნდი ესტუმრა საქართველოში ახალგაზრდულ კლუბებს. SOS-გადავარჩინოთ კულტურა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის კულტურული პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება  ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდის მეშვეობით, dvv-international - საქართველოს საპროექტო ბიუროს თანამშრომლობითა და სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მონიტორინგმა მოგვცა შანსი  შევხვედროდით  ახალგაზრდული კლუბის წე[more]


ჩემი შთაბეჭდილებები: ბოლნისი

დილით ჩავედით ბოლნისის ახალგაზრდულ კლუბში, რომელიც განთავსებულია ბოლნისის ინტერკულტურულ ცენტრში - ლამაზ სახლში, რომელსაც გარს არტყავს პატარა ბაღი. პირველ რიგში ჩვენ შევხვდით ახალგაზრდული კლუბის კოორდინატორს/ლიდერს ირმა ზურაბაშვილს. ჩვენ ასევე გვქონდა საშუალება შევხვედროდით მასწავლებლებს რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ტრენერთა ტრეინინგში.  შევხვდით ორ ქართულის მასწავლებელს - ია რობაქიძეს და ლალი დალაქიშვილს, რომლებიც აზერბაიჯანულ სკოლაში ასწავლიან, და ასევე სომხური სკოლის ისტორიის მასწავლებელს[more]


ჩემი შთაბეჭდილებები: დმანისი

SOS - გადავარჩინოთ კულტურა პროექტის დმანისის ახალგაზრდული კლუბის ახალ ოთახში პირველი ტრეინინგი გაიმართა 16 თებერვალს. თავდაპირველად მათ ტრეინინგები მუნიციპალიტეტის შენობაში უტარდებოდათ. ახლა ახალი 45 მ2 ოთახი აქვთ.   პირველი ტრეინინგი ჩაატარეს ლიანა მარღანიამ და თეა შონიამ, რომლებიც ალტერნატიული ახალგაზრდა თაობის არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენენ. ეს მათი მეორე ტრეინინგი იყო ლიდერობის თემაზე, რომელიც 5 საათი გაგრძელდა. მათ ითამაშეს სხვადასხვა როლური თამაშები და განიხილეს სხვადასხვა[more]


Displaying results 41 to 45 out of 74