AMGEENRU

SOS - გადავარჩინოთ კულტურა: სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო რეგიონში მივიწყებული და მიტოვებული კულტურული ძეგლების აღორძინება

 შუასაუკუნოვანი მიტოვებული და დანგრეული ეკლესიები, მონასტრები, გამოქვაბულები, საფლავები თუ პრეისტორიული საკულტო ნაგებობანი - ამ ყველაფრის ნახვა უხვად შეიძლება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ისინი მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. „გადავკვეთოთ საზღვრები, რათა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ“ არის სწორედ ის სლოგანი, რომლითაც 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი SOS - გადავარჩინოთ კულტურა, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC). 

პროექტი „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდთან (FPWC) ერთად მის განხორციელებაში ჩართულია dvv international - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი, თბილისის პროექტთა ბიურო და „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ (RAA.)

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს განაპირა სასაზღვრო რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობების მოშველიებით. ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის სამოქმედო რეგიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის ძირითადი მიდგომა და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად შემონახული და შესწავლილი ისტორიული ადგილები დადებით გარემოს შექმნის მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის განაპირა და გაღატაკებულ რეგიონებში, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სომხეთსა და საქართველოში სამიზნე რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 14-25 წლის ახალგაზრდების ჩართვაა. ახალგაზრდები მათ სამეზობლოში ჩატარებულ კვლევით და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების კულტურული ძეგლების, ასევე უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების კვლევას. ამით პროექტი ხაზს უსვამს, რომ "კულტურული ძეგლები ყველას საკუთრებაა" - კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ეროვნებისგან განურჩევლად პატივი უნდა სცენ და იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ახალგაზრდული კლუბების წევრებს ახლებურ მიდგომასა და ცოდნას ჩაუნერგავს ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ. პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები თავიანთი რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში შეიტანენ წვლილს. ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელობის მონუმენტების შესახებ ისინი ცოდნას ახალგაზრდულ კლუბებში გაიღრმავებენ, რომლებიც FPWC-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაცია საქართველოში - dvv international-მა შექმნეს . ახალგაზრდული კლუბის წევრები თავიანთი ჩართულობით ხელს შეუწყობენ რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებას. 

[Read more]

ჩვენი გუნდი მუდმივად გაწრთვნილია!

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „SOS გადავარჩინოთ კულტურა“ პროექტის გუნდმა მონაწილეობა მიიღო „European Union’s Jean Monnet Programme“-ის საზაფხულო სკოლაში: „ევროპული ინტეგრაციის - ენის, კულტურისა და თვითგანსაზღვრის (იდენტიფიცირების)“ საზაფხულო აკადემიაში 17-25 ივლისს ერევანსა და წახკაძორში. ტრენინგი ორგანიზებული იყო იუნესკოს ადამიანთა უფლებების, დემოკრატიისა და ევროპული კვლევების თავმჯდომარე ერევნის ენის სახელმწიფო უნივერსიტეტის „Bryusov“ მიერ და მხარდაჭერილი იყო ჟან მონეს საგანმანათლებლო და აუ[more]


ჩვენ უკვე ოთხ ახალგაზრდულ კლუბში ვართ წარმოდგენილები!

18-20 ივნისი გახლდათ ძალიან საინტერესო, ამავდროულად ძალიან დატვირთული ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წევრთათვის. როცა ვარაგავანში ჩვენი ტრენერი არტემი ლიდერობასა და კომუნიკაციაზე ტრენინგს ატარებდა, ალავერდისა და ბერდავანის ახალგაზრდული კლუბების წევრები გადიოდნენ თავიანთ პირველ ტრენინგს გუნდის შეკვრასა და „ყინულის გალღობის“ აქტივობებს. ახტალის ახალგაზრდული კლუბი კი ეცნობოდა ბუნების დაცვისა და კონსერვაციის, კლიმატის ცვლილების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნებასა და ჩიტების ეკოლოგიას. არევიკის თქმით[more]


SOS - გადავარჩინოთ კულტურა. ტრენინგ-კურსები დაიწყო

11 ივნისს პროექტ SOS - გადავარჩინოთ კულტურას გუნდმა ჩაატარა პირველი ტრენინგები ახლად ჩამოყალიბებული ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ვარაგავანში და ახტალაში. პროექტის ძირითადი მიზანია რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების გზით. ტრენინგის პირველი ციკლი ჯგუფში გუნდის შეკვრით, ნდობის გაღრმავების აქტივობებით და უხილავი ბარიერების მსხვრევით დავიწყეთ. ცოტა ხანში თავისუფალი და სამუშაო ატმოსფერო ჩამოყალიბდა. აქტივობებმა მონაწი[more]


FPWC - „SOS გადავარჩინოთ კულტურა“ ეკოლოგიურად მეგობრული გარემოსთვის

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „SOS გადავარჩინოთ კულტურა“, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC), ეკოლოგიურად მეგობრული გარემოს ჩამოსაყალიბებლად თავის პირველ დიდ ნაბიჯს დგამს. FPWC-ისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რათა დაცული იქნეს სომხური უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე FPWC ეწევა გარემოს დაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდებში, ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის ფესტივალებს და აწარ[more]


Displaying results 71 to 74 out of 74