AMGEENRU

SOS - გადავარჩინოთ კულტურა: სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო რეგიონში მივიწყებული და მიტოვებული კულტურული ძეგლების აღორძინება

 შუასაუკუნოვანი მიტოვებული და დანგრეული ეკლესიები, მონასტრები, გამოქვაბულები, საფლავები თუ პრეისტორიული საკულტო ნაგებობანი - ამ ყველაფრის ნახვა უხვად შეიძლება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ისინი მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. „გადავკვეთოთ საზღვრები, რათა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ“ არის სწორედ ის სლოგანი, რომლითაც 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი SOS - გადავარჩინოთ კულტურა, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC). 

პროექტი „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდთან (FPWC) ერთად მის განხორციელებაში ჩართულია dvv international - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი, თბილისის პროექტთა ბიურო და „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ (RAA.)

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს განაპირა სასაზღვრო რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობების მოშველიებით. ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის სამოქმედო რეგიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის ძირითადი მიდგომა და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად შემონახული და შესწავლილი ისტორიული ადგილები დადებით გარემოს შექმნის მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის განაპირა და გაღატაკებულ რეგიონებში, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სომხეთსა და საქართველოში სამიზნე რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 14-25 წლის ახალგაზრდების ჩართვაა. ახალგაზრდები მათ სამეზობლოში ჩატარებულ კვლევით და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების კულტურული ძეგლების, ასევე უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების კვლევას. ამით პროექტი ხაზს უსვამს, რომ "კულტურული ძეგლები ყველას საკუთრებაა" - კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ეროვნებისგან განურჩევლად პატივი უნდა სცენ და იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ახალგაზრდული კლუბების წევრებს ახლებურ მიდგომასა და ცოდნას ჩაუნერგავს ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ. პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები თავიანთი რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში შეიტანენ წვლილს. ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელობის მონუმენტების შესახებ ისინი ცოდნას ახალგაზრდულ კლუბებში გაიღრმავებენ, რომლებიც FPWC-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაცია საქართველოში - dvv international-მა შექმნეს . ახალგაზრდული კლუბის წევრები თავიანთი ჩართულობით ხელს შეუწყობენ რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებას. 

[Read more]

SOS Culture was presented in the UN World Tourism Conference

A conference on “Universal Values and Cultural Diversity in the 21st Century: How Can Tourism Make a Difference?” took place in Yerevan, Armenia on 18-19 of October, 2012. On October 18th the conference had a special focus on “Tourism and Protection of Cultural Heritage Sites”. In this frame, the EU funded SOS Culture Project was introduced to the international audience as an example of how to involve young people in remote border villages in the preservation of their local monuments. The aim o[more]


First Regional Conference of the EaP Culture Programme

On 08-09 October 2012 the First Regional Conference of the Eastern Partnership (EaP) Culture Programme took place. The EaP Culture Programme aims at strengthening the capacity of the culture sector in the Eastern Partnership countries (Azerbaijan, Armenia, Belarus, Georgia, Moldova and Ukraine). The conference was organised by the RMCBU (Regional Monitoring and Capacity Building Unit) within the EaP Culture Programme. Among the special guests of the conference were representatives of several Min[more]


ინტერვიუ გიორგი პატაშურთან

 პროექტის „SOS - გადავარჩინოთ კულტურა” სამიზნე რეგიონების ახალგაზრდული კლუბებისთვის მივიწყებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაცნობად პროექტის ფარგლებში სისტემატურად ეწყობა გასვლითი აქტივობები, რომლებზეც კლუბის წევრებს მუდამ თან ახლავს ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური. იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი მემკვიდრეობის“ თანამშრომელია. მივიწყებული ძეგლების შესახებ, როგორც წესი, საზოგადოებაში ინფორმაცია მწირია, გიორგის დახმარებით კი ახალგაზრდები სპეციალისტისაგან, პროფესიონა[more]


პროექტმა ’’SOS -გადავარჩინოთ კულტურა’’ მონაწილეობა მიიღო ვარაგას წმინდა ჯვრის დღესასწაულში.

პროექტის ახალგაზდრული კლუბის წევრებმა ვარაგავანიდან ორგანიზება გაუწიეს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც გაიმართა ვარაგას წმინდა ჯვრის დღესასწაულის აღნიშვნის დროს. მათ მოამზადეს პოსტერები, რომლებიც ხალხს აწვდიდა ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს სისუფთავის დაცვის შესახებ. დღესასწაულის აღნიშვნამდე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა დაამზადეს პოსტერები შემდეგი სლოგანებით: ‘გაუფრთხილდით ჩვენს გარემოს’, ‘ნუ უგულებელყოფთ კულტურულ მემკვიდრეობას’, ‘ერთად დავიცვათ კულტურული ძეგლები’. ვარაგის [more]


პროექტის ციკლის მართვა

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის პირველი სემინარი გაიმართა პროექტის ციკლის მართვში 10-11 სექტემბერს, რომელიც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ჩატარდა სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“, თბილისში. ყველა პარტნიორმა პროექტ „SOS -გადავარჩინოთ კულტურა“ რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში, მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ სემინარში. სემინარის თემა პროექტის ციკლის მართვა განკუთვნილი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის პროექტ[more]


Displaying results 61 to 65 out of 74