AMGEENRU

SOS - გადავარჩინოთ კულტურა: სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო რეგიონში მივიწყებული და მიტოვებული კულტურული ძეგლების აღორძინება

 შუასაუკუნოვანი მიტოვებული და დანგრეული ეკლესიები, მონასტრები, გამოქვაბულები, საფლავები თუ პრეისტორიული საკულტო ნაგებობანი - ამ ყველაფრის ნახვა უხვად შეიძლება სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ისინი მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს. „გადავკვეთოთ საზღვრები, რათა შევინარჩუნოთ და მოვუაროთ“ არის სწორედ ის სლოგანი, რომლითაც 2012 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს და მოქმედებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი SOS - გადავარჩინოთ კულტურა, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC). 

პროექტი „SOS - გადავარჩინოთ კულტურა“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდთან (FPWC) ერთად მის განხორციელებაში ჩართულია dvv international - სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი, თბილისის პროექტთა ბიურო და „სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი“ (RAA.)

პროექტის მიზანია სომხეთისა და საქართველოს განაპირა სასაზღვრო რეგიონებში რისკის ქვეშ მყოფი კულტურული ძეგლების აღრიცხვა და პრეზერვაცია ადგილობრივი სამოქალაქო აქტივობების მოშველიებით. ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის სამოქმედო რეგიონების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის ძირითადი მიდგომა და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კარგად შემონახული და შესწავლილი ისტორიული ადგილები დადებით გარემოს შექმნის მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის განაპირა და გაღატაკებულ რეგიონებში, რაც თავის მხრივ, ამ რეგიონებს მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სომხეთსა და საქართველოში სამიზნე რეგიონებში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების 14-25 წლის ახალგაზრდების ჩართვაა. ახალგაზრდები მათ სამეზობლოში ჩატარებულ კვლევით და ძეგლთა დაცვის ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას. სამეცნიერო საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა წარმოშობისა და რელიგიური კუთვნილების კულტურული ძეგლების, ასევე უძველესი და შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების კვლევას. ამით პროექტი ხაზს უსვამს, რომ "კულტურული ძეგლები ყველას საკუთრებაა" - კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა ადამიანებმა, ეროვნებისგან განურჩევლად პატივი უნდა სცენ და იზრუნონ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ეს ახალგაზრდული კლუბების წევრებს ახლებურ მიდგომასა და ცოდნას ჩაუნერგავს ადგილობრივი კულტურული ძეგლების შესახებ. პროექტში მონაწილეობით ახალგაზრდები თავიანთი რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში შეიტანენ წვლილს. ადგილობრივი კულტურული ძეგლებისა და სხვა მნიშვნელობის მონუმენტების შესახებ ისინი ცოდნას ახალგაზრდულ კლუბებში გაიღრმავებენ, რომლებიც FPWC-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაცია საქართველოში - dvv international-მა შექმნეს . ახალგაზრდული კლუბის წევრები თავიანთი ჩართულობით ხელს შეუწყობენ რეგიონების კულტურულ და ტურისტულ განვითარებას. 

[Read more]

ჩემი შთაბეჭდილებები: კოდა

კოდაში პირველად  სკოლის ხელოვნების მასწავლებელს არუსია არამაისვნა დარიშევას შევხვდით, რომელიც მონაწილეობას იღებდა ტრენერთა ტრეინინგში თეთრიწყაროს რეგიონში. ის აღფრთოვანებით გვიყვებოდა ტრეინინგის შესახებ, სადაც ბევრი ახალი რამ ისწავლეს. როგორც მან აღნიშნა: ‘ტრენერთა ტრეინინგმა ძალიან ბევრი რამ მოგვცა; ჩვენ შევხვდით ახალ ადამიანებს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს. ჩვენ სხვადასხვა ენებზე ვსაუბრობდით მაგრამ ერთმანეთის მაინც გვესმოდა. ტრენერთა ტრეინინგმა გაზარდა ჩვენი მოტივაცია შემდგომი სამ[more]


ჩემი შთაბეჭდილებები: შაუმიანი

ჩვენი ბოლო გაჩერება იყო შაუმიანის ახალგაზრდული კლუბი მარნეულის რეგიონში. სამწუხაროდ ვერ შევხვდით ახალგაზრდული კლუბის კოორდინატორს მიშა ხარაზიშვილს, თუმცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით ტრეინინგს ლიდერობაზე. შევხვდით ტრენერს ილონა გოგიასა და ფატიმა თოდუას ალტერნატიული ახალგაზრდა თაობის არასამთავრობო ორგანიზაციდან.  ჯგუფის მულტიეთნიკურობის გამო, ტრეინინგი წარიმართა ქართულად რუსული თარგმანით.   შაუმიანის ახალგაზრდულ კლუბში 25 წევრია სხვადასხვა წარმოშობის. ენის ბარიერის გამო კლუბ[more]


გადავარჩინოთ მრენის საკათედრო ტაძარი

მრენის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს მე-7 საუკუნის სომხურ ეკლესიას, რომელიც განთავსებულია ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე სომხეთის საზღვართან ახლოს. მსოფლიო ხელოვნების ეს შედევრი და სომხური არქიტექტურის ‘ოქროს ხანის’ შედეგი დღეს დანგრევის საფრთხის წინაშეა. რომის იმპერატორის ჰერაკლიუსის წარწერა და მისი უნიკალური სკულპტურული რელიეფური გამოსახულება სადაც ასახულია რომ ის აბრუნებს წმინდა ჯვარს იერუსალიმში, მრენის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთი ძვირფასი მატერიალური სიწმინდის ნაკრძალად ითვლება. მრენის მონასტე[more]


პროექტის ‘SOS - გადავარჩინოთ კულტურა’ მე-2 შედეგებზე ორიენტირებული მონიტორინგი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მონიტორინგი განხორციელდა 4-8 თებერვლამდე   პროექტის ერევნის ბიუროში და ახალგაზრდულ კლუბებში სომხეთის ტერიტორიაზე: კერძოდ, ბერდავანში, ვარაგავანში, ახტალასა და ალავერდში. მონიტორინგის მთავარი მიზანი იყო პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების კონტროლი, ანგარიშისა და რეკომენდაციების მომზადება პროექტის ეფექტიანობის გასაზრდელად. IBM - ბელგიის კონსორციუმი ევროკომისიის მეშვეობით ატარებს შედეგებზე ორიენტირებულ მონიტორინგს ევროკავშირის და ევროკავშირის სამ[more]


პროექტის ‘SOS- გადავარჩინოთ კულტურა’ ქართული ხედვა.

 ‘SOS- გადავარჩინოთ კულტურა’ პროექტის სომხური გუნდი 2013 წლის იანვრიდან მასპინძლობს ქართველ მოხალისეს. ქეთევან ბაბუნაშვილი ამჟამად სწავლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც არის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინარული პროგრამა: ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში. ამ პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოსტ-საბჭოთა პოლიტიკას, კულტურას და ისტორიას. აქედან გამომდინარე მან გადაწყვიტა პრაქტიკა გაევლო პროექტ[more]


Displaying results 46 to 50 out of 74