AMGEENRU

კიზილ-კილისას მეჩეთი

05.09.2013 15:50

მეჩეთი წარმოადგენს მართკუთხა ნაგებობას, ლივანით წინა მხარეს(კოორ: 41.22915 44.144453). შენობა ორკალთა სახურავის ქვეშ არის მოქცეული.ნაგებობა ქვის კვადრებითაა ნაგები, რომლის წინა ფასადის, ლივანში არსებული ქვები კარგადაა გათლილი და წყობა სწორი რიგებითაა შექმნილი. ბრტყელ გადახურვას ხის ბოძების ერთი რიგი იკავებს ინტერიერის შუაში. ბოძები  ჩადგმულია ქვის ბაზისებში. მეჩეთში შესასვლელი ერთია, ხოლო მის ორივე მხარეს ორ-ორი ფანჯარაა. თითო-თითო ნაგებობის გვერდით კედლებში. მეჩეთი XIX საუკუნის ნაგებობას უნდა წარმოადგენდეს.