AMGEENRU

ბოლნისის გერმანული სახლები

05.09.2013 16:09

1818 წელს სოფელ რატევნის მახლობლად შვაბიიდან გადმოსახლებული გერმანელები ჩამოასახლეს, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ბოლნისის ისტორიაში (კოორ: 41.265356 44.322871). გერმანელების დასახლებას ჯერ კატარინენფელდი ერქვა, ხოლო საბჭოთა არმიის შემოსვლის შემდეგ კოლონიას საბჭოელი კომუნისტის, როზა ლუქსემბურგის სახელი დაარქვეს. 1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე, რომელიც არ იყო დაქორწინებული ქართველზე, ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს. ბოლნისში დღესაც მრავლად არის შემორჩენილი გერმანული ყაიდის სახლები, რომლებიც XIX საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. სახლები ძირითადად ორსართულიანია. და გამოირჩება გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფახვერკებით. საინტერესოა, რომ საქართველოში არსებულ გერმანულ სახლებს ხშირად უკეთებენ აივნებს, რაც ქართული, თბილისური სახლებისთვის არის დამახასიათებილი. აქ კარგად ჩანს თუ როგორ მოხდა გერმანელების მიერ ქართული არქიტექტურული დეტალების გაზიარება. სოფელში შემორჩენილია მარნები. ასურეთისგან განსხვავებით აქ შედარებით მოზრდილი, ქალაქური ტიპის ქუჩები და სახლებია აგებული.