AMGEENRU

ჩვენ უკვე ოთხ ახალგაზრდულ კლუბში ვართ წარმოდგენილები!

25.07.2012 16:37

18-20 ივნისი გახლდათ ძალიან საინტერესო, ამავდროულად ძალიან დატვირთული ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წევრთათვის. როცა ვარაგავანში ჩვენი ტრენერი არტემი ლიდერობასა და კომუნიკაციაზე ტრენინგს ატარებდა, ალავერდისა და ბერდავანის ახალგაზრდული კლუბების წევრები გადიოდნენ თავიანთ პირველ ტრენინგს გუნდის შეკვრასა და „ყინულის გალღობის“ აქტივობებს. ახტალის ახალგაზრდული კლუბი კი ეცნობოდა ბუნების დაცვისა და კონსერვაციის, კლიმატის ცვლილების, ჰაერის ხარისხის, ბიომრავალფეროვნებასა და ჩიტების ეკოლოგიას. არევიკის თქმით, ახტალის ახალგაზრდულმა კლუბმა ჩიტებისა და ბუნების კონსერვაციის შესახებ ძალიან ბევრი შეიტყო და ისწავლა.

ტრენინგის მსვლელობისას კულმინაციას მიაღწია ადგილობრივ ეკოლოგიურ პრობლემებზე დისკუსიამ. ახალგაზრდები წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფებს უერთდებოდნენ იმ დავალებით, რომ შემდგომ, დისკუსიის დროს, ეკოაქტივისტის ან ბიზნესმენის პოზიცია დაეცვათ. დისკუსიის დროს აზრები ორად გაიყო, რამაც ორ სხვადასხვა შეხედულებას შორის კომპრომისის მიღწევა რთული გახადა.

მორიგი საინტერესო აქტივობა ამ კვირაში იყო ახტალის კლუბის წევრთა ვიზიტი ოძუნის მონასტერში და ალავერდის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან შეხვედრა, რომელზეც მათ ერთობლივად დაგეგმეს ღონისძიებები.

დაელოდეთ ახალ ამბებს ჩვენგან!!! ახალ-ახალი საინტერესო აქტივობები გველოდება წინ...