AMGEENRU

FPWC - „SOS გადავარჩინოთ კულტურა“ ეკოლოგიურად მეგობრული გარემოსთვის

19.11.2012 12:14

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „SOS გადავარჩინოთ კულტურა“, რომელსაც ბუნებისა და კულტურული ძეგლების დაცვის ფონდი ახორციელებს (FPWC), ეკოლოგიურად მეგობრული გარემოს ჩამოსაყალიბებლად თავის პირველ დიდ ნაბიჯს დგამს.

FPWC-ისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა, რათა დაცული იქნეს სომხური უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე FPWC ეწევა გარემოს დაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს ახალგაზრდებში, ორგანიზებას უწევს გარემოს დაცვის ფესტივალებს და აწარმოებს პროექტებს ბუნების დაცვის კუთხით დოკუმენტური მასალის თავმოყრისათვის.

24 თვიანი არსებობის მანძილზე SOS კულტურის პროექტი ფინანსდება ევროკავშირის ფარგლებში არსებული აღმოსავლური პარტნიორობის კულტურის პროგრამით და ხორციელდება FPWC-ის მიერ, თანამშრომლობით dvv international - საქართველოს ოფისთან და სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდთან.

ვინაიდან, FPWC-ის აქვს გარემოსდაცვითი მისია და მუშაობს ბუნების კონსერვაციასა და გარემოსდაცვით განათლებაზე, მან SOS კულტურის პროექტში გადაწყვიტა გამოიყენოს მხოლოდ ეკოლოგიური ბეჭდვითი ტექნოლოგიები. SOS კულტურის პროექტმა გამოქვეყნებული მასალების კომპლექტის შეკვეთა გადაწყვიტა Greenprint LLC-ში (სიცოცხლისუნარიანი სუფთა ტექნოლოგიები), რომელიც ეკოლოგიურად 100% გადამუშავებული ქაღალდის ერთადერთი მიმწოდებელია სომხეთში და 2011 წლიდან არის FPWC-ს პარტნიორი. Greenprint აწარმოებს 100% მაღალი ხარისხის გადამუშავებულ საოფისე ქაღალდს, რომელიც არის საკმაოდ სანდო და უკუაგდებს სხვა სახის ქაღალდის გამოყენებას, რომელიც მავნედ მოქმედებს გარემოზე. ეს მოწმობს ევროპული და ამერიკული სტანდარტების მიღწევაზე.

SOS კულტურამ თავისი ვებ გვერდის შექმნა შეუკვეთა WebHostOne-სს, რომელიც მონაცემთა ბაზაში იყენებს მხოლოდ ბირთვულად უსაფრთხო, CO ²- ნეიტრალურ ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროებიდან, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შესთავაზონ კლიმატისთვის და გარემოსთვის სასარგებლო ეკოლოგიური ჰოსთინგი, რომელიც დამყარებულია განახლებად ენერგიაზე. კომპანია რეგულარულად გადის სერთიფიცირებას Stadtwerke Karlsruhe-ის მიერ.

რადგან FPWC-ის მიზანი არის ეკოლიგიური მიდგომების გაცნობა ასევე ბიზენს სექტორში, ჩვენ ვუბიძგებთ SOS კულტურის პროექტის პარტნიორებს, გამოიყენონ 100% ეკოლოგიურად სუფთად გადამუშავებული ქაღალდები.