AMGEENRU

FPWC

„ბუნების დაცვის და კუტურის დახმარების ფონდი“ (FPWC) დაფუძნებულ იქნა 2002 წელს მთავარი გეგმით, მეზობლური და გლობალური ცნობიერების გაზრდით სომხეთის ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება. FPWC ახორციელებს ეკოლოგიურ პროექტებს პროფესიონალთა დახმარებით შენარჩუნების, ეკოლოგიური კანონის, ფილმის შექმნის, ასევე სანახაობების და მეზობლობის გავნითარების მიზნით.

სომხეთი არის არაზღვისპირა სახელმწიფო, რომლიც წარმოადგენს "კავკასიის ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი" -ს ერთ-ერთს 34 რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო კონსერვაციის მიერ არის განსაზრვრული, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოში ბიომრავალფეროვნების აცვისათვის. თითოეული 34 ცხელმა წერტილმა დაკარგა მინიმუმ 70% თავისი უნიკალური ბუნებრივი ფლორა, დანარჩენი ნაწილი კი დაკარგვის საფრთხის ქვეშ არის . მსოფლიოში მცენარეთა გვარის დაახლოებით 50 პროცენტი და ხმელეთის ხერხემლიანთა სახეობაის 42 პროცენტი გავრცელებულია ამ 34 ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილებში. ამდენად, სომხეთის გარემოს უსაფრთხოებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.

FPWC დიდ იმედებს ამყარებს მედიის, კინოს და ეკოლოგიურ განათლებაზე სომეხი ახალგაზრდებში, რათა გადაილახოს გამოწვევა , რომელიც სომხეთის იშვიათი მცენარეთა ჯიშის და ფაუნის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენას გულისხმობს. სპეციალურად, FPWC უზრუნველყოფს ეკოლოგიურ განათლებას ბავშვებსა და მოზარდებშ, სისტემატიურად აწყობს ეკო ფესტივალებს და აქტივობებს , ასევე ამზადებს დოკუმენტურ მასალას, რბუნებრივი სამყაროს განვითარების შესახებ.

გარდა ამისა, FPWC მიიჩნევს, რომ ფილმები ეხება თანამეგობრობის ცნობიერებას და კომუნიკეს ურთიერთობას. ის ქმნის არა მარტო სამეზობლოში კომუნიკეს არამედ კიდევ უფრო დიდი გაგება და განათლებას იძლევა, იმის შესახებ თუ რა ხდება საკუთარ სამშობლოში, მაგრამ ფილმები ასევე წარმოადგენენ ინსტრუმენტს რომელიც გლობალურ ცნობიერებას ამაღლებს სომხეთის რესურსების, როგორც სამყაროს ბუნებრივი რესურსის და მათი ამოწურვის შესახებ.

ყველა პროექტში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ საზოგადოების აღტაცებაზე დაკავშირებულ კაცობრიობასთან, ბუნებრივი გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, რადგან ჩვენ ღრმად გვწამს, რომ გარემოებათა კონსტრუქციული გაუმჯობესება სომხეთსა და მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

 

dvv international-ის ძირითად ამოცანას განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს ზრდასრულთა და ახალგაზრდების განათლების სფეროში თანამშრომლობის გზით.

dvv international-ი გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტია. გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაცია - DVV (Deutscher Volkshochschulverband), თავის მხრივ, გერმანიის 16 ფედერალური მხარის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციების გამაერთიანებელი ორგანიზაციაა.

თავისი რეგიონალური და გლობალური მისიის განსახორციელებლად dvv international-ი ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა, ქალთა ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებით.

dvv international-ი 200-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს 40-ზე მეტ ქვეყანაში. ის გამოცდილი პარტნიორია, რომელიც საკუთარ გამოცდილებასა და რესურსებს დებს ერთობლივი პროექტების განხორციელებაში და ამავდროულად პარტნიორებისგანაც იძენს ცოდნას.

სიღარიბის დაძლევის ერთიანი მიზნის მისაღწევად dvv international-ი ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლების კომპეტენტური ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და გაფართოებას, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ განვითარებაზე ორიენტირებული ზრდასრულთა განათლების სისტემის შექმნაში. ამ საკითხში მნიშვნელოვან საორიენტაციო და სამოქმედო ჩარჩოს ქმნის ათასწლეულის განვითარების მიზნები(MGD), მსოფლიო პროგრამა „განათლება ყველასათვის“(EFA) და ზრდასრულთა განათლების მსოფლიო კონფერენციები(CONFINTEA).

პროექტები ფოკუსირებას ახდენენ ძირითად განათლებასა და წიგნიერებაზე, ეკოლოგიურ სწავლებასა და მდგრად განვითარებაზე, გლობალურ და ინტერკულტურულ განათლებაზე, მიგრაციასა და ინტეგრაციაზე, ჯანდაცვით განათლებასა და შიდსის პრევენციაზე, კრიზისის პრევენციასა და დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე.

პროფესიული ორიენტაცია შემაკავშირებელ ხიდს ქმნის განათლებასა და დასაქმებას შორის, მიზნად ისახავს შემოსავლების გაუმჯობესებას და ადამიანთა ინტეგრაციას სამუშაო პროცესებში თუ პროფესიულ პოზიციებზე, უზრუნველყოფს მათ კოოპერაციულ საზოგადოებებში საჭირო უნარ-ჩვევებით.

 

Research on Armenian Architecture

"სომხური არქიტექტურის კვლევის ფონდი" (RAA) შეიქმნა აახენში, გერმანიაში 1972 წელს, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია, დოქტორი, პროფესორი აახენის უნივერსიტეტში არმენ ჰაგნაზარიანის მიერ.

სომხეთში RAA დაარსდა 1991 წელს და დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია 1999 წელს.

RAA ამერიკში დაარსდა 1996 წელს და დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული ორგანიზაცია (მონაკვეთის 501 (C) 3 კორპორაცია კალიფორნია, აშშ (RAA / USA)) 1999 წელს.

უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, RAA-მ შეისწავლა და შეიცნო სომხეთის ისტორიული ძეგლები მოსაზღვრე ქვეყნებში, რომელიც შედგება 250,000-ზე მეტი სურათებით, მიკროფიშული ინფორმაციით, რუკებით და მასთან დაკავშირებული დოკუმენტებით.

RAA ასევე ენერგიულად ეწევა უკვდავყოფის პროცესს იმ კულტურული მემკვიდრეობსა, რომელიც მდებარეობს სომხეთში.

სომხეთში ერევნის ოფისში RAA პერსონალის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს სამველ კარაპეტიანი ხელმძღვაქნელობს, რომელიც ჩვენს მიერ მოპოვებულ არქივებს ითვალისწინებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით. ამიტომ აქვეყნებს დოკუმენტირებულ წიგნებს, სპეციალურ ბროშურებს, ფილმებს, ასევე ხდება დიჯიტალიზაცია და ელექტრონული საარქივოგამოცემა ვებ გვერდზე.

ეს საიტი, რომელიც ამჟამად მზადების პროცესშია, მოიცავს არასრულ RAA-ს არქივებს და როდესაც დასრულდება საიტი, მისი გამოყენება შესაძლებებლი იქნება შიდა და საკონტინენტთაშორისო მეცნიერების, მკვლევარების, არქიტექტორების, პოლიტიკოსების, სტუდენტების, ტურისტების, ისევე როგორც არტეფაქტის კოლექციონერებისა და საერთაშორისო მუზეუმების მიერ.